შევიძენთ თქვენს ნაცვლად

- იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ ახდენთ დამოუკდებლად ნივთის შეძენას;
- თუ თქვენი პლასტიკური ბარათი მიუღებელია კონკრეტული ინტერნეტ მაღაზიისა თუ აუქციონისთვის და ნივთის ყიდვისთვის აუცილებელია მხოლოდ ამერიკული პლასტიკური ბარათის გამოყენება;
- როდესაც საიტის ერთადერთი საგადამხდელო საშუალება არის PayPal ( www.ebay.com );
- იმ შემთხვევაში თუ საიტი დაბლოკილია გარე ქვეყნებისთვის და შესყიდვის განსახორციელებლად აუცილებელია ამერიკული IP მისამართისა ან ამერიკული პლასტიკური ბარათის ქონა.



ყოველივე ზემოაღნიშნული თავიდან აგარიდებთ ინტერნეტ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს როგორიცაა: პლასტიკური ბარათის მონაცემების მოპარვა და მათი არასანქცირებული გამოყენება, არაკეთილსინდისიერი დილერები, ნაკლები რეიტინგის ან ცუდი რეპუტაციის მქონე საიტები და ა.შ.

ჩვენი საშუალებით შეძენილი ყველა ნივთი დაზღვეულია ავტომატურად და მისი არაიდენტურ ან დაზიანებულ მდგომარეობაში ჩამოსვლის შემთხვევაში თანხა გინაზღაურდებათ სრულად.