ონლაინ შოპინგი

გთავაზობთ უფასო მისამართს ამერიკის შტატში (Delaware);

ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ონლაინ მაღაზიიდან პროდუქცია იგზავნება დიდი ყუთებით, ნივთების ჩვენს მისამართზე მისვლისთანავე ხდება მათი ზომებში შემცირების მიზნით ხელმეორედ გადაფუთვა და კონსოლიდაცია;

ნებისმიერი სახის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (ამერიკის ოფისში მიდის ყუთებით) იფუთება ხელახლა პარკებში და იგზავნება მხოლოდ რეალური წონით.

თუ არ გსურთ, რომ თქვენი ამანათი გადაიფუთოს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორს.

ჩვენთან არ მოქმედებს ე.წ. გაბარიტული წონები. ამანათების ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ რეალური წონით, გარდა პერსონალური გზავნილებისა და მსხვრევადი ან განსაკუთრებით დიდი ზომის ნივთებისა (თუ თვლით რომ თქვენს მიერ შესაძენი ნივთის წონა აღემატება 3 კგ-ს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მის შეძენამდე. რითაც საშუალება მოგვეცემა კონკრეტულად თქვენთვის პარტნიორ კომპანიებთან წინასწარ შევათანხმოთ ტრანსპორტირების უფრო დაბალი ტარიფები) ;

ავტომატურად დაზღვეულია ჩვენს მისამართზე მისული თქვენს მიერ შეძენილი ყოველი ამანათი;

შეკვეთილი ამანათის არაიდენტური სახით ან დაზიანებულ მდგომარეობაში ჩამოსვლის შემთხვევაში: თქვენი სურვილის შესაბამისად, მოხდება ნივთის ხელახალი შეძენა ან სრულად აგინაზღაურდებათ მასში გადახდილი თანხა;